როგორ დაავამზადოთ მინანქრის ნამუშევარი

როგორ ხდება მინანქრის ნამუშევრის შექმნა?
მინანქარი კეთდება ვერცხლზე, ოქროზე, სპილენძსა და ტომპაკზე (ვერცხლის და სპილენძის შენადნობი). ალუმინიზე, რკინასა და თითბერზე არ ემაგრება. ძალიან ლამაზია ქართული ორნამენტი. მომწონს და ვაფასებ სხვა ქვეყნის ორნამენტებს, მათ ღირსებას ვერ დავუკარგავ.
უნდა შედგეს ესკიზი. ამზადებ იმ ზომის ფირფიტას. ზუსტად იმ ზომის უნდა დაიხატოს და ამ ნახატის მიხედვით მასზე ალაგებ ტიხრებს პინცეტით. ოსტატი მუშაობს ორი წვრილი პინცეტითა და წვრილთავიანი მაკრატლით. მოხრა ისეთ დეტალებს სჭირდება, რომ თითითა და ხელით ამას ვერ მოახერხებ. ზედაპირი უნდა გაიწმინდოს, გამოიხარშოს, დაამუშავო სხვადასხვა ნივთიერებებით, ირეცხება სპეციალურ გამოხდილ წყალში, არ უნდა შეგვეპაროს ხელის ცხიმიც კი. არ უნდა იყოს მტვერი.
მნიშვნელოვანია ფერების შერჩევა. ვერცხლსა და სპილენძზე სხვანაირად ჩანს ერთი და იგივე ფერი, ამიტომ ოსტატი ამ მხრივ სათანადო ინფორმაციას უნდა ფლობდეს. ტიხრის დასამაგრებლად სპეციალური წებოს გარდა შეიძლება გამოყენებული იქნას კომშის კურკიდან გამოსული წებოვანი ნივთიერება.
მინანქარიტიხარი – ეს არის გაბრტყელებული, ძალიან წვრილი მავთული. სიმაღლე, მაქსიმუმ, 1მმ-ია. ფერის ჩადება სხვადასხვა სექციაში უწვრილესი ფუნჯით რამოდენიმეჯერ ხდება. ბევრი მინანქრის ერთად დადებაც არ შეიძლება, შეიძლება დასკდეს. ამიტომ ფენა – ფენა ხდება. ტიხარი მთლიანად უნდა ამოავსო, მერე ალმასის სპეციალური ქლიბით დაამუშავო, უნდა მოიხეხოს და გაპრიალდეს. გარდა ამისა, სხვა ბევრი ეტაპებია.

რა პირობების დაცვაა აუცილებელი მუშაობის პირობებში?
მუშაობის დროს აუცილებლად დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ტექნიკა. მინანქარი რამდენადაც ლამაზია, იმდენად შხამიანია. ლღობისას გამოიყოფა მძიმე მეტალის ორთქლი. ფერი მიღებულია სხვადასხვა მეტალების ატომთა შემცველობით.
როდესაც ოთხის ტემპერატურა 25-30°-ია, ღუმელიდან კი 850° წამიერად გამოვარდება, ის პირდაპირ სახეში გეცემა. ეს არის ტოქსიკური ნივთიერება. ამიტომ უნდა იყოს გაწოვა. გალღობისთვის 2-3 წუთია საჭირო. ამ დროსაც გიწევს ღუმელის კარის გაღება. ორთქლი კი ისევ გამოდის. მარტო რესპირატორის გამოყენება კი საკმარისი არ არის. ის აჩერებს მტვერსა და არა – ორთქლს.
მინანქარისიფრთხილეა საჭირო გაპრიალების დროსაც. მინანქარი შუშის მსგავსი ნივთიერებაა. მისი ზუმფარით გაპრიალებისას მსუბუქი მტვერი გამოიყოფა, რაც ჰაერში ტრიალდება და სუნთქვის დროს შეიწოვება ფილტვებში. გაპრიალების დროსაც საჭიროა გამწოვი. რად გინდა ისეთი სილამაზე და სამკაული, თუ ჯანმრთელობა გაიფუჭე, ან ვინმე დააზიანე. ამაზე ყოველთვის უნდა იფიქრო.
განსაკუთრებით საფრთხილოა მინანქარზე მუშაობა გოგონებისთვის, ფეხმძიმეებისთვისა და გათხოვილი გოგონებისთვის. ბევრს არასწორად აქვს მოწყობილი სახელოსნო. ეს დანაშაულია. რადგან მტვერს ვერ ხედავ და ორთქლი არ იჩხვლიტება, არ წვავს, არ იკბინება და სუნი არ აქვს, ჰგონიათ, არაფერია. მაგრამ გაივლის დრო და თვეების, წლების შემდეგ ძალინ ცუდ შედეგს მიიღებენ.