Saturday, November 5, 2011

ოქრომჭედლობა


საქართველოში ლითონის მხატვრული დამუშავება ოდითგანვე ხელოვნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენდა და მის შესწავლას დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძველი საქართველოს მხატვრული ცხოვრების სრული სურათის აღდგენისათვის. ლითონი, მთელი თავისი ნაირსახეობით - ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო, სპილენძი - ისეთ მასალას წარმოადგენს, რომელშიც იმთავითვე მთელი სისავსით გამომჟღავნდა ქართველი ხალხის აზრი, გრძნობა და პლასტიკური სწრაფვანი. სწორედ ლითონისადმი, მისი პლასტიკური გამომსახველობისადმი განსაკუთრებულმა მიდრეკილებამ განაპირობა ხელოვნების ამ დარგის დიდებული ძეგლების შექმნა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის თითქმის ყველა ეტაპზე. ქართული ლითონმქანდაკებლობისა და ოქრომჭედლობის განვითარება ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულიდან უნდა ვივარაუდოთ. http://saunje.ge/index.php?id=498&lang=ka

Friday, November 4, 2011

ტიხრული მინაქრის ისტორია

საქართველო მდიდარი კულტურული ტრადიციების ქვეყანაა. სწორედ, ამ ტრადიციებზე დაყრდნობით თანმედროვე ეტაპზე შესაძლებელი გახდა ქართული ხელოვნების გარკვეული დარგების აღდგენა და განვითარება. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს - ქართული ტიხრული მინანქარი.

  როგორც ცნობილია, ტიხრული მინანქარი შუა საუკუნეებში ბიზანტიასა და საქართველოში ყოფილა გავრცელებული. ამ პერიოდიში შექმნილი მრავალრიცხოვანი ძეგლებია შემორჩენილი. თუმცა, მეცნიერებაში ჯერ კიდევ არაა დაზუსტებული- ამ საოცარი ხელოვნების “აკვანი“ ბიზანტიაა თუ საქართველო. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მიუხედავად ქართული ტიხრული მინანქრის ბიზანტიურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირისა - იგი მთელი რიგი თავისებურებებით გამოირჩევა (ქართულ ტიხრულ მინანქარში მწვანე და მეწამული ფერები უფრო მკვეთრია) ეს კი ქართული ტიხრული მინანქარის განსაკუთრებულობაზე მიგვანიშნებს
.http://www.artenamel.com/

                                        ჩემი ნამუშევარი