მინანქრის ისტიორია

საქართველო მდიდარი კულტურული ტრადიციების ქვეყანაა.
სწორედ, ამ ტრადიციებზე დაყრდნობით თანმედროვე ეტაპზე შესაძლებელი გახდა ქართული ხელოვნების გარკვეული დარგების აღდგენა და განვითარება. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს - ქართული ტიხრული მინანქარი
როგორც ცნობილია, ტიხრული მინანქარი შუა საუკუნეებში ბიზანტიასა და საქართველოში ყოფილა გავრცელებული. ამ პერიოდიში შექმნილი მრავალრიცხოვანი ძეგლებია შემორჩენილი. თუმცა, მეცნიერებაში ჯერ კიდევ არაა დაზუსტებული- ამ საოცარი ხელოვნების “აკვანი“ ბიზანტიაა თუ საქართველო. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მიუხედავად ქართული ტიხრული მინანქრის ბიზანტიურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირისა - იგი მთელი რიგი თავისებურებებით გამოირჩევა (ქართულ ტიხრულ მინანქარში მწვანე და მეწამული ფერები უფრო მკვეთრია) ეს კი ქართული ტიხრული მინანქარის განსაკუთრებულობაზე მიგვანიშნებს.
ქართულ ტიხულ მინანქარს აქვს საკუთარი ისტორია, რომელიც საკმაოდ დიდ პერიოდს მოიცავს:
ჩვენამდე მოღწეული პირველი ნიმუში ტიხრული მინანქრისა VIII საუკუნით თარიღდება. X-XII საუკუნეებში კი ეს დარგი განსაკუთრებულ აყვავებას განიცდის. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური დონე საკმაოდ მაღალი იყო, რაც თავისთავად ხელს უწყობდა ქვეყანაში კულტურის ამა თუ იმ დარგის განვითარებას.
საქართველოს დასუსტებისა და მრავალრიცხოვანი შემოსევების შემდეგ XV ს-დან ქვეყანაში შეწყდა ტიხრული მინანქრის დიდი ევოლუცია და მისი ტექნიკა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე დავიწყებას მიეცა. ყველაზე გვიანდელი ნიმუში ტიხრული მინანქრისა - “გველეშაპთან მებრძოლი წმინდა გიორგი” -სწორედ ამ პერიოდს ( XVს-ეს ) განეკუთნება.http://www.artenamel.com/?action=page&p_id=4&lang=geo